Accentnews.ge
მთავრობა რთველს ისევ დაასუბსიდირებს, 1 კგ ყურძენი 90 თეთრი ეღირება

მთავრობა რთველს ისევ დაასუბსიდირებს, 1 კგ ყურძენი 90 თეთრი ეღირება

02/08/2021 07:44:34 პოლიტიკა, საზოგადოება

მთავრობა რთველს ისევ დაასუბსიდირებს. შესაბამისი განცხადება პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, 1 კგ ყურძნის ღირებულება მინიმუმ 90 თეთრი იქნება.

"პოსტპანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ წელსაც ჩვენ მოვახდინოთ რთველის სუბსიდირება. 1 კილოგრამი რქაწითელი ეღირება არანაკლებ 90 თეთრი, აქედან სახელმწიფოსგან დამატებით კომპანიები მიიღებენ 35 თეთრს, ანუ რეალურად მოსახლეობა მიიღებს ამ დანამატს. ჯამში, მინიმუმ, 90 თეთრი იქნება კილოგრამი ყურძნის ფასი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, წელს ქვეყანაში ჭარბი ყურძნის მოსავალს ელოდებიან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S