Accentnews.ge
"ჩვენს მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგად ქვეყანაში ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს"

"ჩვენს მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგად ქვეყანაში ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს"

02/08/2021 07:16:05 პოლიტიკა

"ჩვენს მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგად ქვეყანაში ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ბოლო 6 თვეში ეკონომიკის უპრეცედენტო ზრდა ჰქონდა.

„პარასკევს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გამოქვეყნდა, რომელმაც 18,7% შეადგინა და ეს ადასტურებს, თუ რაოდენ მაღალი ტემპით მიმდინარეობს ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში და ეკონომიკის აღდგენა. ჩვენს მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგად ქვეყანაში ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს. აპრილში ჩვენ 45%-იანი ზრდა გვქონდა, მაისში 25%-იანი და ახლა უკვე ივნისში 18,7% დაფიქსირდა, რაც რა თქმა უნდა, არის ძალიან სასიხარულო ამბავი ჩვენთვის. შესაბამისად, 6 თვის მაჩვენებელმა შეადგინა 12,8%. 6 თვეში ჩვენ გვქონდა უპრეცედენტო ზრდა ეკონომიკის. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ჩვენ ბიზნესს მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს“, - განაცხადა პრემიერმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S