Accentnews.ge
ზურაბიშვილი კობახიძეს ხვდება

ზურაბიშვილი კობახიძეს ხვდება

02/08/2021 07:13:28 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს ხვდება. შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს.

კობახიძის გარდა დღის განმავლობაში პრეზიდენტი მმართველი გუნდის კიდევ ერთ წარმომადგენელს – პარლამენტის ვიცე-სპიკერ არჩილ თალაკვაძეს შეხვდება.

გარდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა, პრეზიდენტი დღეს, ინდივიდუალურ შეხვედრებს გამართავს ოპოზიციის წარმომადგენლებთან. კერძოდ, შეხვედრებია დაგეგმილი ბადრი ჯაფარიძესთან, მამუკა ხაზარაძესთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან, ლევან იოსელიანთან და ხათუნა სამნიძესთან.

ცნობისთვის: თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე "ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის ეგიდით მიღწეული შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. 28 ივლისს პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ "თავისი მისია შეასრულა".

"ქართული ოცნება" უარს ამბობს ვალდებულებაზე, მის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებზე ხმათა 43%-ზე ნაკლების მიღების შემთვევაში ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. როგორც "ოცნებაში" აცხადებენ, რიგგარეშე არჩევნები შესაძლოა, მის მიერ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუ მმართველი გუნდი ჩათვლის, რომ ეს "ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი არ იქნება".

"ოცნების" ხსენებულ ნაბიჯს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებისგან, აშშ–ისა და ევროკავშირისგან კრიტიკული განცხადებები მოჰყვა. ისინი მმართველ პარტიას მოუწოდებენ, დაუბრუნდეს 19 აპრილის შეთანხმებას. თუმცა აღნიშნული კატეგორიულად გამორიცხა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S