Accentnews.ge
სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება

სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება

02/08/2021 06:31:37 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შეხვედრები დღეს, დღის განმავლობაში შედგება.

პრეზიდენტი პოლიტიკურ ჯგუფებთან ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას განიხილავს.

ცნობისთვის: თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე "ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის ეგიდით მიღწეული შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. 28 ივლისს პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ "თავისი მისია შეასრულა".

"ქართული ოცნება" უარს ამბობს ვალდებულებაზე, მის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებზე ხმათა 43%-ზე ნაკლების მიღების შემთვევაში ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. როგორც "ოცნებაში" აცხადებენ, რიგგარეშე არჩევნები შესაძლოა, მის მიერ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუ მმართველი გუნდი ჩათვლის, რომ ეს "ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი არ იქნება".

"ოცნების" ხსენებულ ნაბიჯს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებისგან, აშშ–ისა და ევროკავშირისგან კრიტიკული განცხადებები მოჰყვა. ისინი მმართველ პარტიას მოუწოდებენ, დაუბრუნდეს 19 აპრილის შეთანხმებას. თუმცა აღნიშნული კატეგორიულად გამორიცხა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S