Accentnews.ge
ჯინ შაჰინი - შეთანხმების ანულირებაზე: "ღრმად იმედგაცრუებული ვართ ახალი მოვლენებით"

ჯინ შაჰინი - შეთანხმების ანულირებაზე: "ღრმად იმედგაცრუებული ვართ ახალი მოვლენებით"

31/07/2021 06:40:44 პოლიტიკა

აშშ-ის სენატის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ჯინ შაჰინი "ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირების ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ ამერიკა იმედგაცრუებულია საქართველოში მიმდინარე მოვლენებით:

"აშშ-ის სენატი მკაფიოა საქართველოსადმი თავის ორპარტიულ გზავნილში: ჩვენ ღრმად იმედგაცრუებული ვართ ახალი მოვლენებით, რომლებიც ძირს უთხრის 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ დემოკრატიულ რეფორმებს. საქრთველოში დემოკრატიის მარცხი ქართველ ხალხს აზიანებს", - წერს სენატორი ჯინ შაჰინი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე "ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის ეგიდით მიღწეული შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ "თავისი მისია შეასრულა".

"ქართული ოცნება" უარს ამბობს ვალდებულებაზე, მის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებზე ხმათა 43%-ზე ნაკლების მიღების შემთვევაში ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. როგორც "ოცნებაში" აცხადებენ, რიგგარეშე არჩევნები შესაძლოა, მის მიერ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუ მმართველი გუნდი ჩათვლის, რომ ეს "ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი არ იქნება".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S