კობახიძე - გახარიაზე:გუნდის შიგნით მისი მეტსახელი იყო „ბოლი“
30/07/2021 19:32:35 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიის შიგნით გიორგი გახარიას, – ყოფილი თანაგუნდელის, – ზედმეტსახელი იყო „ბოლი“.
„გუნდის შიგნით მისი ზედმეტსახელი იყო ბოლი – ადამიანი, რომელიც ბევრს საუბრობს, მაგრამ საქმეს ნაკლებს აკეთებს“, – თქვა კობახიძემ 30 ივლისს „პალიტრანიუსის“ ეთერში.
გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი და „ქართული ოცნება“ 2021 წლის თებერვალში დატოვა ნიკა მელიას დაკავებაზე უთანხმოების ფონზე. მას შემდეგ მხარეები ერთმანეთს აკრიტიკებენ.


