"ნამდვილად არსებობს რაღაც მოძრაობები რუსეთის მიმართულებით, მე აქ პროტესტს ვერ გამოვთქვამ, ეს არის მთავრობის გადასაწყვეტი"
30/07/2021 14:39:56 პოლიტიკა
ნამდვილად არსებობს რაღაც მოძრაობები რუსეთის მიმართულებით, – ასე უპასუხა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ქართველი ჟურნალისტების კითხვას, შორდება თუ არა „ქართული ოცნება“ პროდასავლურ კურსს და დაადგა თუ არა რუსულ გზას.
"ჩემი გადასაწყვეტი და ჩემი შესაფასებელი ეს არ გახლავთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ეტაპობრივად არის რუსეთთან შეიძლება, ითქვას დაახლოება. ასეთ გადაწყვეტილებებს რუსეთი მიესალმება. იქ საუბარია ფრენების აღდგენაზე. ნამდვილად არსებობს რაღაც მოძრაობები რუსეთის მიმართულებით. ჩემი გადასაწყვეტი ეს არ არის, მე აქ პროტესტს ვერ გამოვთქვამ, ეს არის მთავრობის გადასაწყვეტი. აქ მნიშვნელოვანია, რომ თქვენ იყოთ დაცულები ქუჩაში. ვიზალიბეეალიზაციის, ასოცირების ხელშეკრულების შეთანხმებები შესრულდეს. თუ ექნებათ რუსეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა, ეს მათი გადასაწყვეტია. ასოცირების ხელშეკრულებას თუ რეგულარულად დაარღვევენ, მაგალითად პრესა იქნება ასეთი წნეხის ქვეშ, ეს არის ერთ-ერთი ევროპული ღირებულების დარღვევა“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.


