"ძალიან კარგი იქნება, თუ „ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებაში ჩამოთვლილ რეფორმებს შეასრულებს, მაგრამ ჯერ რასაც ვხედავ, შერჩევით დამოკიდებულებას ამჟღავნებენ"
30/07/2021 14:22:55 პოლიტიკა
ევროპარლამენტის წევრის ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, "ქართული ოცნება" 19 აპრილის შეთანხმებაში ჩამოთვლილი რეფორმების შესრულებასთან დაკავშირებით შერჩევით დამოკიდებულებას ამჟღავნებს.
"ძალიან კარგი იქნება, თუ „ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებაში ჩამოთვლილ რეფორმებს შეასრულებს, მაგრამ ჯერ რასაც ვხედავ, შერჩევით დამოკიდებულებას ამჟღავნებენ. უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნა ხელშეკრულებით გაწერილი პუნქტების ნათელი დარღვევაა. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ისინი არ არიან ერთგული იმ რეფორმების, რომლებიც ჩამოთვლილია ხელშეკრულებაში. იგივე ეხება საარჩევნო კოდექსს, საარჩევნო რეფორმას. იმედს ვიტოვებ, რომ ეს რეფორმები შესრულდება შემდეგ არჩევნებამდე. როდესაც მზად იქნებიან, რეფორმები განახორციელონ, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით, მაგრამ ეს ნამდვილად არ ამართლებს ხელშეკრულების ცალმხრივ გაუქმებას", – განაცხადა ევროპარლამენტარმა.


