კრამონი – წულუკიანზე: "იმან, რაც გააკეთა კულტურის მინისტრმა, ჩვენც ძალიან გაგვაოცა"
30/07/2021 14:10:29 პოლიტიკა
"იმან, რაც გააკეთა კულტურის მინისტრმა, ჩვენც ძალიან გაგვაოცა", - ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის მიერ ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევის ფაქტს.
მისი თქმით, მსგავსი ინციდენტი არ ახასიათებს დემორკატიულ სახელმწიფოებს.
"გაგვაოცა იმან, რაც კულტურის მინისტრმა გააკეთა. ეს აბსოლუტურად არ ახასიათებთ დემოკრატიულ სახელმწიფოებს. მე ჩემი პირველი განცხადება გავაკეთე სოლიდარობის ნიშნად ჟურნალისტებთან. ასევე, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჟურნალისტებმაც უნდა გადადგან შესაბამისი ნაბიჯები. ეს ნამდვილად ვერ გაამართლებს იმ ქმედებას, რომ მიკროფონი შეიძლება, გამოგლიჯოს ხელიდან ჟურნალისტს მინისტრმა, მაგრამ ჟურნალისტებმაც მაქსიმალური უნდა გააკეთონ, რათა პოლიტიკოსების პირადი სივრცე დაიცვან", - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.
ცნობისთვის: 22 ივლისს სენაკის თეატრში თეა წულუკინმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა და ამ დრომდე არ დაუბრუნებია.


