Accentnews.ge
"ვიმედოვნებთ, "ოცნება“ დაუბრუნდება 19 აპრილის შეთანხმებას, ასევე, მოვუწოდებთ „ნაციონალურ მოძრაობას“, შეუერთდეს დოკუმენტს"

"ვიმედოვნებთ, "ოცნება“ დაუბრუნდება 19 აპრილის შეთანხმებას, ასევე, მოვუწოდებთ „ნაციონალურ მოძრაობას“, შეუერთდეს დოკუმენტს"

30/07/2021 13:54:18 პოლიტიკა

"ვიმედოვნებთ, "ქართული ოცნება“ დაუბრუნდება 19 აპრილის შეთანხმებას, ასევე, მოვუწოდებთ „ნაციონალურ მოძრაობას“, შეუერთდეს დოკუმენტს", – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა.

მისი თქმით, 19 აპრილის შეთანხმება დადებულია, რათა ყველამ ბოლომდე შეასრულოს აღებული ვალდებულება.

„ალბათ, წაიკითხეთ ჩვენი განცხადება ევროპარლამენტის მიერ. იგი გაკეთებულია კალიურანდის მიერ. ის არის ევროკავშირ-საქართველოს ასოციაციის ხელმძღვანელი. იგი არის მუდმივი მომხსენებელი საქართველოსი და მე ვარ წამყვანი წევრი ჯგუფის. ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვთქვამთ იმედს, რომ „ქართული ოცნება“ გადახედავს თავის გადაწყვეტილებას და დაუბრუნდება 19 აპრილის შეთანხმებას. ასევე, მოვუწოდებ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, შეუერთდეს ამ დოკუმენტს. ჩვენ ყველა მხარეს მოვუწოდებთ, გადადგან შემდგომი ნაბიჯები. ჩვენ ძალიან ბევრი ჩავდეთ იმაში, როგორც თქვენ ბრძანეთ, რომ საქართველოში პირველად მიღწეულიყო მრავალპარტიული შეთანხმება და შვიდგვერდიანი დოკუმენტის თვალსაზრისით, აქ მოცემულია უმნიშვნელოვანესი რეფორმები, რომელიც სჭირდება არა ევროკავშირს, ევროპარლამენტს, არამედ თქვენ, საქართველოს მოსახლეობას. ეს შეთანხმება დადებულია, რათა ყველამ ბოლომდე შეასრულოს აღებული ვალდებულება“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S