Accentnews.ge
კობახიძე – გახარიაზე: "ქვეყანას თუ სჭირდება, შესაძლოა, მტერსაც გაურიგდე, მაგრამ მოღალატეს ვერა"

კობახიძე – გახარიაზე: "ქვეყანას თუ სჭირდება, შესაძლოა, მტერსაც გაურიგდე, მაგრამ მოღალატეს ვერა"

30/07/2021 13:30:32 პოლიტიკა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, კოალიციურ პარტნიორობა ექს–პრემიერ გიორგი გახარიას პარტიასთან "საქართველოსთვის" გამორიცხულია.

მისივე თქმით, ასევე გამორიცხულია პარტნიორობა ენმ–სთან.

„რაც შეეხება პოტენციურ კოალიციურ პარტნიორობას კონკრეტულ პარტიებთან, „ნაციოანალურ მოძრაობასთან“ ეს ჩვენთვის აბსოლუტურად გამორიცხულია. დარწმუნებული ვართ, რომ ის ღირებულებითი შეუთავსებლობა, რაც ჩვენ გვაქვს ამ პარტიასთან, მომავალშიც არ აღმოიფხვრება. ისინი ვერ შეიცვლებიან, ეს საზოგადოებამაც ძალიან კარგად იცის. რაც შეეხება გახარიას, პირდაპირ გეტყვით, რომ პოლიტიკაში თუ ზოგადად პრაქტიკაში არსებობს მაგალითები, როდესაც მტერთანაც გარიგდებიან ხოლმე. პოლიტიკაში ხდება ასეთი რამ, მაგრამ არავინ არ რიგდება მოღალატესთან. აქედან გამომდინარე, გამორიცხულია. თუ ქვეყანას სჭირდება, შესაძლოა, მტერსაც გაურიგდე, მაგრამ მოღალატეს – ვერა“, – განაცხადა კობახიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S