Accentnews.ge
შსს – თუშეთში ავარიას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია

შსს – თუშეთში ავარიას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია

27/07/2019 18:44:04 სხვა, სამართალი

27 ივლისს თუშეშში მომხდარი მომხდარი ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

მისივე ცნობით, სხეულის სხვადასხვა დაზიანება ხუთმა ადამიანმა მიიღო, სამი მოქალაქე კი მაშველებმა ხევიდან უსაფრთხოდ ამოიყვანეს. 

საგანგებოს სიტუაციაების მართვის სააგენტოს განცხადებით, სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან და ისინი გათენებისთანავე გააგრძელებენ სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ომალოს მიმართულებით მოძრავი "კამაზის" მარკის სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა ავტომანქანის უსაფრთხო მართვა ვერ უზრუნველყო, გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S