Accentnews.ge
“დღევანდელი მმართველი პარტიის "ბოსების" გაბედულებაში ყოველთვის ეჭვი მეპარებოდა”

“დღევანდელი მმართველი პარტიის "ბოსების" გაბედულებაში ყოველთვის ეჭვი მეპარებოდა”

30/07/2021 08:37:11 პოლიტიკა

ექს–პრემიერი, პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია “ქართული ოცნების” მიერ ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებიდან გასვლას შიშის ფაქტორით ხსნის.

“პერსონალურადჩემთვის ეს არის შიშის გამოხატულება, რადგან უკვე აშკარა ხდება, რომ მმართველ ძალას უჭირს ქვეყანაში მიმდინარე გამოწვევებზე პასუხის გაცემა და ეს აისახება ჩვენი მოქალაქეების განწყობებსა და გადაწყვეტილებებში”, — განაცხადა თემის კომენტირებისას გახარიამ.

მისი ხედვით, ამ ყველაფერში ცუდი ის არის, რომ სახელისუფლებო გუნდი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებს:

“სახელმწიფო ინტერესები გადატანილია მეორე, მესამე, მეოთხე ფლანგზე. წინ არის წამოწეული პარტიული ინტერესები და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ძალაუფლება იყოს შენარჩუნებული. ყველაფერი გადასაწყვეტია ჩვენი მოქალაქეების მიერ. მათი არჩევანი იქნება განმსაზღვრელი, მაგრამ ყველზე ცუდი რაც არის, არ აქვს მნიშვნელობა რას ამბობს მმართველი ძალა და რას აკეთებს, უკვე საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ხელმოწერილ დოკუმენტებსაც აღარ ითვალისწინებენ. ეს შიშისგან მოდის”.

კითხვაზე, ბიძინა ივანიშვილის ნების გარეშე გაბედავდა თუ არა “ქართული ოცნება” შარლ მიშელის შეთანხმების დატოვებას, გახარია პასუხობს: “დღევანდელი მმართველი პარტიის ხელმძღვანელების, "ბოსების" გაბედულებაში მე ყოველთვის ეჭვი მეპარებოდა”.

ცნობისთვის: თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე "ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის ეგიდით მიღწეული შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ "თავისი მისია შეასრულა".

"ქართული ოცნება" უარს ამბობს ვალდებულებაზე, მის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებზე ხმათა 43%-ზე ნაკლების მიღების შემთვევაში ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. როგორც "ოცნებაში" აცხადებენ, რიგგარეშე არჩევნები შესაძლოა, მის მიერ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუ მმართველი გუნდი ჩათვლის, რომ ეს "ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი არ იქნება".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S