Accentnews.ge
"აღარ ვაპირებ, ეს ავიტანო" – წულუკიანს ჟურნალისტებისთვის რეგულაციების დაწესება სურს

"აღარ ვაპირებ, ეს ავიტანო" – წულუკიანს ჟურნალისტებისთვის რეგულაციების დაწესება სურს

30/07/2021 06:53:13 პოლიტიკა

კულტურის მინისტრს თეა წულუკიანს ჟურნალისტებისთვის რეგულაციების დაწესება სურს, რადგან, მისი ხედვით, მედიის წარმომადგენლებმა “ქცევა უნდა მოაწესრიგონ”.

“მე გარკვეული რეგულაციების იდეას აბსოლუტურად ვემხრობი, იქნება ეს Fake news, თუ ვალდებულებების ნაწილის გამკაფიოება, რომ რა არის საერთოდ ეს ჟურნალიზმი. ევროპული კონვენციის მე-10 მუხლში წერია, რომ ინფორმაციის გავრცელებას თან ახლავს ვალდებულებები, რომ ეს ვალდებულებები ქართულ კანონში უფრო მკაფიოდ გაიწეროს, მაგრამ მთავარი მაინც არის ის, რომ ადამიანებმა მოაწესრიგონ საკუთარი ქცევა.

თუ მეორე ადამიანი სისტემატურად ახორციელებს მცდელობას, დამჩაგროს, მოდაშია ახლა ეს სიტყვა – დამაბულინგოს და გათვლა აქვს იმაზე, რომ მე თავჩაქინდრული ამას ვიტან, აღარ ვაპირებ, ეს ავიტანო, იმიტომ, რომ არ მაქვს ამის ვალდებულება”,– განაცხადა წულუკიანმა "რადიო უცნობის" ეთერში.

იხილეთ ასევე: იძებნება მინისტრის მიერ სავარაუდოდ გატაცებული მიკროფონი: წულუკიანმა კანონი დაარღვია?

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S