Accentnews.ge
„გაბრაზებული“ საკმაოდ გამორჩეული ტერმინია, აშშ–სა და დასავლეთს მოთმინება გამოელიათ"

„გაბრაზებული“ საკმაოდ გამორჩეული ტერმინია, აშშ–სა და დასავლეთს მოთმინება გამოელიათ"

30/07/2021 06:03:06 პოლიტიკა

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი თომას ჰენდრიკ ილვესი "ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებულად გამოცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ამერიკასა და დასავლურ ქვეყნებს მოთმინება გამოელიათ.

"სიმართლე ითქვას, შეერთებულ შტატებს მოთმინება გამოელია, ისევე, როგორც სხვა დასავლურ ქვეყნებს, რომლებიც ამ დრომდე ზრუნავდნენ საქართველოზე. ეს სერიოზულია, გამოფხიზლდით", - წერს ყოფილი პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

გუშინ საქართველოში აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, "ამერიკის შეერთებული შტატები ძალზედ შეწუხებული და გაბრაზებულია პარტია „ქართული ოცნების" ცალმხრივი გადაწყვეტილებით, გასულიყო 19 აპრილის შეთანხმებიდან".

ცნობისთვის: თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე "ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის ეგიდით მიღწეული შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ "თავისი მისია შეასრულა".

"ქართული ოცნება" უარს ამბობს ვალდებულებაზე, მის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებზე ხმათა 43%-ზე ნაკლების მიღების შემთვევაში ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. როგორც "ოცნებაში" აცხადებენ, რიგგარეშე არჩევნები შესაძლოა, მის მიერ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუ მმართველი გუნდი ჩათვლის, რომ ეს "ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი არ იქნება".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S