Accentnews.ge
კრამერი: "ოცნების" გადაწყვეტილება, გავიდეს 19 აპრილის შეთანხმებიდან, გახლავთ ის მიზეზი, რის გამოც პრემიერი უნდა გადადგეს"

კრამერი: "ოცნების" გადაწყვეტილება, გავიდეს 19 აპრილის შეთანხმებიდან, გახლავთ ის მიზეზი, რის გამოც პრემიერი უნდა გადადგეს"

29/07/2021 18:32:43 პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებულად გამოცხადების გამო პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობიდან უნდა გადადგეს.

"ვფიქრობ, იმ პირობებში, თუ პრემიერი დარჩება თავის თანამდებობაზე, იქნება შეშფოთებები [თვითმმართველობის] არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. ჩემი გადასაწყვეტი არ არის ვინ უნდა ჩაანაცვლოს პრემიერი, მაგრამ მან თავისი ქმედებებით, რიტორიკითა და ქცევით, ანახა ის, რომ იგი არ არის შესაბამისი პიროვნება, რომ საქართველომ იმოძრაოს სწორი მიმართულებით. მან სწორი ნაბიჯი უნდა გადადგას და გადადგეს დაუყოვნებლივ. მე მწამს, რომ ასე უნდა მომხდარიყო თებერვალში, ორი კვირის წინაც ასე უნდა მომხდარიყო "პრაიდთან" დაკავშირებით საშინელი ძალადობისა და ჟურნალისტებზე თავდასხმის გამო. "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება, გავიდეს 19 აპრილის შეთანხმებიდან, გახლავთ ის მიზეზი, რის გამოც უნდა გადადგეს პრემიერი", – განაცხადა კრამერმა ტელეკომპანია "ფორმულასთან" ინტერვიუში.

ცნობისთვის: თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე "ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის ეგიდით მიღწეული შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ "თავისი მისია შეასრულა".

"ქართული ოცნება" უარს ამბობს ვალდებულებაზე, მის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებზე ხმათა 43%-ზე ნაკლების მიღების შემთვევაში ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. როგორც "ოცნებაში" აცხადებენ, რიგგარეშე არჩევნები შესაძლოა, მის მიერ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუ მმართველი გუნდი ჩათვლის, რომ ეს "ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი არ იქნება".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S