Accentnews.ge
"შარლ მიშელის განცხადება უსუსტესი და არასწორი იყო"

"შარლ მიშელის განცხადება უსუსტესი და არასწორი იყო"

29/07/2021 13:51:02 პოლიტიკა

"შარლ მიშელის განცხადება უსუსტესი და არასწორი იყო", – ასე აფასებს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, საპარლამენტო ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” წევრი გიორგი ვაშაძე და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას.

მისი თქმით, სტრატეგია აღმაშენებელი არის თანმიმდევრული საკუთარ გადაწყვეტილებებში და კატეგორიულად მოვითხოვს გარანტორი მხარეების მხრიდან აღსრულების მექანიზმების განხორციელებას.

"რაც შეეხება შარლ მიშელის უსუსტეს განცხადებას, რომელიც დღეს ჰქონდა, ცოტა ხანში თქვენ ნახავთ საპასუხო განცხადებას ჩემი მხრიდან, რადგან, ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში ეს იყო არასწორი განცხადება. ჩვენი მთავარი სტრატეგიაა, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა საკუთარ თავზე ნაკისრი ვალდებულება შეასრულონ. მე "ქართულ ოცნებას" რომ არ ვენდობოდი, ეს ორჯერ ორი ოთხია. მე ვენდე მათ და მათგან ვითხოვ კრიტიკულად აქტიურ ჩართულობას ამ საკითხთან დაკავშირებით", – განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის: თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე "ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის ეგიდით მიღწეული შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ "თავისი მისია შეასრულა".

"ქართული ოცნება" უარს ამბობს ვალდებულებაზე, მის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებზე ხმათა 43%-ზე ნაკლების მიღების შემთვევაში ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. როგორც "ოცნებაში" აცხადებენ, რიგგარეშე არჩევნები შესაძლოა, მის მიერ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუ მმართველი გუნდი ჩათვლის, რომ ეს "ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი არ იქნება".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S