Accentnews.ge
"ჩემს ვალდებულებას, რომ ჩამოვიდე საქართველოში, ზედმიწევნით შევასრულებ"

"ჩემს ვალდებულებას, რომ ჩამოვიდე საქართველოში, ზედმიწევნით შევასრულებ"

29/07/2021 13:17:31 პოლიტიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირების ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ ამჯერად "ევროკავშირის რეფერენდუმი" საერთო, სახალხო რეფერენდუმად უნდა გარდაიქმნას, რომელიც ხელისუფლების შეცვლისკენ იქნება მიმართული.

„იმ პირობებში, როდესაც ივანიშვილმა გააუქმა ევროკავშირის რეფერენდუმი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე, ჩვენ მაინც უნდა ჩავატაროთ სახალხო რეფერენდუმი ივანიშვილის პირდაპირ ხელისუფლებიდან წასვლაზე და ეს მოხდება შემდეგ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე. ჩვენ გვყავს ძალიან კარგი კანდიდატები თბილისში ბევრ სხვა ადგილზე, პრაქტიკულად ყველგან ვაყენებთ კარგ კანდიდატს და ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, რათა ყველამ დაინახოს, რომ არანაირი მხარდაჭერა საქართველოს მძარცველ ბანდას საქართველოში აღარ გააჩნია. ქართველ ხალხს უნდა ღირსეული ცხოვრება და ამ გაჭირვების გადალახვა, მას მობეზრდა ჭაობში, სიღატაკეში, უპერსპექტივობაში ცხოვრება, სადაც ერთადერთ პერსპექტივად, რასაც მას უსახავენ არის ქვეყნიდან გაგდება, ამიტომ ეს არჩევნები მაინც ჩატარდება", – აცხადებს სააკაშვილი.

ამასთან, იგი საქართველოში ჩამოსვლას აანონსებს:

"მეც ჩემ ვალდებულებას, რომელიც ავიღე ჩემი ერისა და ისტორიის წინაშე, რომ ჩამოვიდე საქართველოში, ამჯერად უკვე სახალხო რეფერენდუმის წინ ზედმიწევნით შევასრულებ. ივანიშვილი ვერ ეღირსება ამჯერად ქართველი ხალხის ფეხქვეშ გათელვას, მისი ხელისუფლება დამთავრებულია ახლა უკვე საკითხი დგას ამ ყველაფრის სწორად გაფორმების. მენდეთ ბოლომდე ვიბრძოლებთ არასდროს არ გიღალატებთ მე და ჩემი თანამოძმეები, ლიდერები რომლებიც მართლაც ინარჩუნებენ, მთელი ეს პერიოდი, ერთგულებას ქართველი ხალხის მიმართ. ჩვენ ყველაფერი გამოგვივა, დიდიხანი ვიცადეთ ბევრი წელი დავკარგეთ, მეტი საქართველოს დასაკარგი დრო არ აქვს, ჩვენ წავალთ ბოლომდე და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, ეს წელი არის გამარჯვების წელიწადი”.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც საქართველოში ჩასვლის შემთხვევაში პატიმრობა ემუქრება, მანამდეც არაერთხელ დაუანონსებია ქვეყანაში ჩასვლა.

ცნობისთვის: თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე "ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის ეგიდით მიღწეული შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ "თავისი მისია შეასრულა".

"ქართული ოცნება" უარს ამბობს ვალდებულებაზე, მის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებზე ხმათა 43%-ზე ნაკლების მიღების შემთვევაში ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. როგორც "ოცნებაში" აცხადებენ, რიგგარეშე არჩევნები შესაძლოა, მის მიერ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუ მმართველი გუნდი ჩათვლის, რომ ეს "ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი არ იქნება".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S