Accentnews.ge
"ნაციონალური მოძრაობა" დარჩება პარლამენტში"

"ნაციონალური მოძრაობა" დარჩება პარლამენტში"

29/07/2021 12:30:51 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებულად გამოცხადების მიუხედავად, "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში დარჩება. ამის შესახებ ენმ–ის წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დარჩება პარლამენტში და ამას მარტივი ახსნა აქვს. ჩვენ არ უნდა მივცეთ "ქართულ ოცნებას" საშუალება, რომ ჩააგდოს მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ემსახურება ამ ქვეყნის მომავალ განვითარებას", –განაცხადა უდუმაშვილმა.

რაც შეეხება საკითხს, მოაწერს თუ არა მიშელის დოკუმენტს ხელს "ნაციონალური მოძრაობა" ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, როგორ უნდა მოაწერონ ხელი ანულირებულ დოკუმენტს:

"დოკუმენტს, რომელიც აღარ არსებობს ხელი რას უნდა მოაწერო?მაგრამ მე მგონი, ახლა, ეს, საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი იქნება თუ არა "ნაციონალური მოძრაობის" ხელმოწერა ამ დოკუმენტზე. დარწმუნებული ვარ, რომ ყოფილიყო "ნაციონალური მოძრაობის" ხელმოწერა დოკუმენტზე მაინც მიიღებდნენ ამ გადაწყვეტილებას, ისინი საბაბს ეძებდნენ".

ცნობისთვის: თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე "ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის ეგიდით მიღწეული შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ "თავისი მისია შეასრულა".

"ქართული ოცნება" უარს ამბობს ვალდებულებაზე, მის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებზე ხმათა 43%-ზე ნაკლების მიღების შემთვევაში ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. როგორც "ოცნებაში" აცხადებენ, რიგგარეშე არჩევნები შესაძლოა, მის მიერ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუ მმართველი გუნდი ჩათვლის, რომ ეს "ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი არ იქნება".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S