Accentnews.ge
კარლ ბილდტი - "ქართულ ოცნებაზე": "იანუკოვიჩს ბაძავენ?"

კარლ ბილდტი - "ქართულ ოცნებაზე": "იანუკოვიჩს ბაძავენ?"

29/07/2021 11:45:33 პოლიტიკა

"იანუკოვიჩს ბაძავენ?" - ასე ეხმიანება შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ევროპული ანალიტიკური ინსტიტუტის საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე კარლ ბილდტი "ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას.

"სერიოზული და ღრმად სამწუხარო მოვლენების განვითარება საქართველოში. "ქართულმა ოცნებამ" მიატოვა ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება. იანუკოვიჩს ბაძავენ?", - წერს კარლ ბილდტი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე "ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის ეგიდით მიღწეული შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ "თავისი მისია შეასრულა".

"ქართული ოცნება" უარს ამბობს ვალდებულებაზე, მის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებზე ხმათა 43%-ზე ნაკლების მიღების შემთვევაში ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. როგორც "ოცნებაში" აცხადებენ, რიგგარეშე არჩევნები შესაძლოა, მის მიერ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუ მმართველი გუნდი ჩათვლის, რომ ეს "ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი არ იქნება".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S