Accentnews.ge
"ამ ეტაპზე პარლამენტის დატოვებას არ განვიხილავთ"

"ამ ეტაპზე პარლამენტის დატოვებას არ განვიხილავთ"

29/07/2021 11:23:23 პოლიტიკა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ მისი პოლიტიკური გუნდი პარლამენტის დატოვების საკითხს ამ ეტაპზე არ განიხილავს.

"ამ ეტაპზე პარლამენტის დატოვებას არ განვიხილავთ. ველოდებით, გარანტორების პოზიციებს. ასევე, კონსულტაციებს ვაწარმოებთ პოლიტიკურ პარტიებთან. კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული იქნება ამ კონსულტაციების შედეგად. აუცილებელი იყო, შეთანხმებაზე „ნაციონალური მოძრაობის“ შემოერთება, რათა „ქართული ოცნებისთვის“ საბაბი არ მიგვეცა ასეთი გადაწყვეტილებისთვის, თუმცა შეთანხმების გაუქმებაზე სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება“, – განაცხადა აქუბარდიამ.

ცნობისთვის: თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე "ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის ეგიდით მიღწეული შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ "თავისი მისია შეასრულა".

"ქართული ოცნება" უარს ამბობს ვალდებულებაზე, მის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებზე ხმათა 43%-ზე ნაკლების მიღების შემთვევაში ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. როგორც "ოცნებაში" აცხადებენ, რიგგარეშე არჩევნები შესაძლოა, მის მიერ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუ მმართველი გუნდი ჩათვლის, რომ ეს "ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი არ იქნება"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S