Accentnews.ge
გახარიას გუნდის წევრი ბექა ლილუაშვილი: "არ მიგვაჩნია სწორად ისეთი რადიკალური გადაწყვეტილების მიღება, როგორიც არის პარლამენტის ბოიკოტი"

გახარიას გუნდის წევრი ბექა ლილუაშვილი: "არ მიგვაჩნია სწორად ისეთი რადიკალური გადაწყვეტილების მიღება, როგორიც არის პარლამენტის ბოიკოტი"

29/07/2021 11:08:18 პოლიტიკა

ექს–პრემიერ გიორგი გახარიას გუნდის წევრი, დეპუტატი პარტიიდან „საქართველოსთვის" ბექა ლილუაშვილი მიიჩნევს, რომ მისი პარტიის მიერ პარლამენტის ბოიკოტი არასწორი გადაწყვეტილება იქნება.

"ოცნებამ" მიიღო 19 აპრილის შეთანხმების ანულირების გადაწყვეტილება, რასაც ხელი შეუწყო "ნაციონალურმა მოძრაობამ", მათთვის საფუძვლის მიცემით, რომ არ მოაწერა დოკუმენტს ხელი, ძალიან კარგი სიტუაციური ტანდემი გამოუვიდათ მათ. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და არ მიგვაჩნია სწორად ისეთი რადიკალური გადაწყვეტილების მიღება, როგორიც არის პარლამენტის ბოიკოტი, ეს არის კომფორტის ზონა, რომელშიც არ უნდა ვამყოფოთ მმართველი პარტია, რომელმაც ამოწურა ყველანაირი ლეგიტიმაციის რესურსი", - განაცხადა ლილუაშვილმა.

ცნობისთვის: თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე "ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის ეგიდით მიღწეული შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ "თავისი მისია შეასრულა".

"ქართული ოცნება" უარს ამბობს ვალდებულებაზე, მის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებზე ხმათა 43%-ზე ნაკლების მიღების შემთვევაში ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. როგორც "ოცნებაში" აცხადებენ, რიგგარეშე არჩევნები შესაძლოა, მის მიერ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუ მმართველი გუნდი ჩათვლის, რომ ეს "ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი არ იქნება"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S