"ოცნება" კიდევ ერთმა წევრმა დატოვა და გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა
29/07/2021 10:42:46 პოლიტიკა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსმა გოგი ბოლქვაძემ პარტია "ქართული ოცნება" დატოვა და ექს–პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას "საქართველოსთვის" შეუერთდა.
გადაწყვეტილების შესახებ ბოლქვაძემ განცხადება დღეს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მმართველი პარტიიდან წასვლის მიზეზად, "ქართული ოცნების" უკვე ყოფილი წევრი აცხადებს, რომ "დღევანდელმა ხელისუფლებამ სწორ კურსს გადაუხვია და იმ გზას დაადგა, რომლის წინააღმდეგაც წლების წინ პარტია თავად იბრძოდა".
კითხვაზე, იქნება თუ არა გახარიას პარტიის მერობის კანდიდატი ჩოხატაურში, პასუხისგან ბოლქვაძემ თავი შეიკავა.
გოგი ბოლქვაძე პარტია "ქართული ოცნების" წევრი და აქტიური მხარდამჭერი 2012 წლიდან იყო. ბოლო ხუთი წელის განმავლობაში, იგი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურს ხელმძღვანელობდა.


