Accentnews.ge
"ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას პარლამენტიდან"

"ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას პარლამენტიდან"

29/07/2021 09:32:11 პოლიტიკა

ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას პარლამენტიდან იმისათვის, რომ მიღებულ იქნეს საკონსტიტუციო ცვლილებები და ჩაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები,- ამის შესახებ ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ისინი უნდა მოემზადონ ადგილობრივი არჩევნებისთვის, რომელზეც „ქართული ოცნება“ დამარცხდება:

„ქართულმა ოცნებამ“ თავისი ნაბიჯით საზოგადოებას აჩვენა, რომ რადიკალურ დესტრუქციულ ძალად გადაიქცა, რომელიც ძალაუფლების შესანარჩუნებლად მზად არის, სტრატეგიული პარტნიორების „გადაგდებისთვის“. ვიხილეთ სტრატეგიული პარტნიორის შეფასება, მათ შორის ევროკავშირის. „ლელო“ ქვეყნის სტაბილურობისთვის ზრუნავს, ასევე იმისთვის, რომ ქვეყანა არ გადაიჩეხოს ქაოსისა და განუკითხაობის უფსკრულში და არ დაუბრუნდეს წარსულს. ამიტომ ვიზიარებთ სტრატეგიული პარტნიორების მოსაზრებებს და იგივე ხედვა გვაქვს. ჩვენი ამოცანაა, რომ შეთანხმებით აღებული ვალდებულებები სრულად შესრულდეს. ჩვენ ამისთვის ვიბრძოლებთ და მოვემზადებით ადგილობრივი არჩევნებისთვის უფრო გაძლიერებული ენერგიით, რისაც ეშინია „ქართულ ოცნებას“. ეს რეალობა აუცილებლად დადგება 2 ოქტომბერს, როცა ოპოზიცია გაიმარჯვებს და დაამარცხებს „ქართულ ოცნებას“, რომელსაც გაისტუმრებს ხელისუფლებიდან. ეს სჭირდება ქვეყნის მომავალს. პარლამენტში იმისთვის შემოვედით, რომ რიგგარეშე არჩევნებისთვის მიგვეღწია და ის საკანონმდებლო ცვლილებები განგვეხორციელებინა, რაც გათვალისწინებულია შარლ მიშელის შეთანხმებაში. ვიდრე ეს მიზნები არ იქნება მიღწეული, ჩვენ პარლამენტში ვიქნებით. შესაბამისად, გავაგრძელებთ ბრძოლას პარლამენტიდან, არ უნდა შევუწყოთ ხელი „ქართულ ოცნებას“, რომ ჩვენი ამომრჩეველი უიმედობაში გადაიყვანოს“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის: თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე "ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის ეგიდით მიღწეული შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ "თავისი მისია შეასრულა".

"ქართული ოცნება" უარს ამბობს ვალდებულებაზე, მის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებზე ხმათა 43%-ზე ნაკლების მიღების შემთვევაში ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. როგორც "ოცნებაში" აცხადებენ, რიგგარეშე არჩევნები შესაძლოა, მის მიერ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუ მმართველი გუნდი ჩათვლის, რომ ეს "ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი არ იქნება".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S