Accentnews.ge
"რუსეთი ეცდება, დაგყოთ და იბატონოს, იმედია, "ოცნება" გადახედავს გადაწყვეტილებას"

"რუსეთი ეცდება, დაგყოთ და იბატონოს, იმედია, "ოცნება" გადახედავს გადაწყვეტილებას"

29/07/2021 08:55:58 პოლიტიკა

ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საქართველოში ურთიერთდაპირისპირება და საზოგადოების გახლეჩა მხოლოდ რუსეთს აძლევს ხელს.

იგი იმედს გამოთქვამს, რომ "ქართული ოცნება" გადახედავს მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და საბოლოოდ შეასრულებს მიშელის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს.

პავილიონისი ურჩევს საქართველოს, გაითვალისწინოს სტრატეგიული პარტნიორების - "ევროკავშირისა და აშშ-ის რჩევები და რეკომენდაციები".

„თუკი საქართველოს სურს ევროკავშირის და ნატო–ს წევრი გახდეს, უნდა გაითვალისწინოს ევროკავშირისა და აშშ-ის რჩევები და რეკომენდაციები, რადგან ისინი თქვენი პარტნიორები არიან. ისინი იცავენ თქვენს სუვერენიტეტს, თქვენს რეფორმებს და მხარს უჭერენ მათ. იმედი მაქვს, "ქართული ოცნება" გადახედავს თავის გადაწყვეტილებას და ამ ქვეყანაში ყველა პოლიტიკური ძალა გაერთიანდება ევროინტეგრაციისთვის, მმართველი პარტია კი შეასრულებს ყველა იმ პირობას, რომელსაც ხელი მოაწერა. ჩვენ ყოველთვის მხედველობაში უნდა ვიქონიოთ ის, რომ ავტოკრატიული რეჟიმები აღმოსავლეთში და პირველ რიგში, რუსეთი, ეცდება რომ დაგყოთ და იბატონოს. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი შიდა ერთიანობა, ერთმანეთის მიმართ ტოლერანტულობა, მედიის უფლებების დაცვა და დემოკრატიის დაცვაა. ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა შეწყდეს სიძულვილი", - აცხადებს პავილიონისი.

ცნობისთვის: თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე "ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის ეგიდით მიღწეული შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ "თავისი მისია შეასრულა".

"ქართული ოცნება" უარს ამბობს ვალდებულებაზე, მის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებზე ხმათა 43%-ზე ნაკლების მიღების შემთვევაში ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. როგორც "ოცნებაში" აცხადებენ, რიგგარეშე არჩევნები შესაძლოა, მის მიერ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუ მმართველი გუნდი ჩათვლის, რომ ეს "ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი არ იქნება".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S