Accentnews.ge
ავარია თუშეთში - ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილია შვიდი ადამიანი, ერთს ამ დრომდე ვერ პოულობენ (ვიდეო)

ავარია თუშეთში - ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილია შვიდი ადამიანი, ერთს ამ დრომდე ვერ პოულობენ (ვიდეო)

27/07/2019 15:49:29 სხვა, სამართალი

თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია შვიდი ადამიანი, ერთს ამ დრომდე ვერ პოულობენ, – აცხადებენ ადგილობრივები. 

რაც შეეხება დაშავებულებს, ისინი საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაჰყავთ. 

დაშავებულთა ისევე, როგორ დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

შემთხვევის ადგილიდან  ვიდეოკადრებს ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს:


ცნობისთვის: დღეს ფშაველი-აბანო-ომალოს უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც ომალოს მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ხევში მგზავრებიანად გადავარდა.

შსს-ს ინფორმაცით, სამაშველო ღონისძიებაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. თბილისიდან, ასევე, გაემგზავრნენ დამატებითი სამაშველო ჯგუფები და მედიკოსები.

„ამ ეტაპზე დადგინდა, რომ ავტოსაგაზაო შემთხვევის დროს სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლმა ვერ დაიმორჩილა საჭე და გზიდან, ხევში გადავარდა. შემთხვევას შედეგად არიან დაშავებულები. ამ დროისთვის მიმდინარეობს აქტიური სამაშველო ღონისძიებები“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S