Accentnews.ge
ზალკალიანი – ჟურნალისტს: "ნუ ნერვიულობთ, არანაირი რუსული სცენარი არ არის"

ზალკალიანი – ჟურნალისტს: "ნუ ნერვიულობთ, არანაირი რუსული სცენარი არ არის"

29/07/2021 07:53:16 პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მიიჩნევს, რომ 19 აპრილის შეთანხმების ანულირება დასავლურ მომავალზე უარის თქმას არ ნიშნავს

“ტვ პირველის” ჟურნალისტის კითხვაზე, "როგორ უნდა აუხსნას ხელისუფლებამ დასავლელ პარტნიორებს, რატომ “გადაადგო “ქართულმა ოცნებამ” ევროკავშირი?", მინისტრმა შემდეგი განაცხადა:

“წესიერად ილაპარაკეთ, გადაგდება რა არის? თქვენ ნუ ნერვიულობთ. ყველაფერი კარგად იქნება ახსნილი. არანაირი რუსული სცენარი არ არის. დაწყნარდით".

ცნობისთვის: თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე "ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის ეგიდით მიღწეული შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ "თავისი მისია შეასრულა".

"ქართული ოცნება" უარს ამბობს ვალდებულებაზე, მის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებზე ხმათა 43%-ზე ნაკლების მიღების შემთვევაში ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. როგორც "ოცნებაში" აცხადებენ, რიგგარეშე არჩევნები შესაძლოა, მის მიერ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუ მმართველი გუნდი ჩათვლის, რომ ეს "ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი არ იქნება".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S