სალომე ზურაბიშვილსა და შარლ მიშელს შორის არაფორმალური შეხვედრა გაიმართა
29/07/2021 05:40:02 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა საფრანგეთში არაფორმალური შეხვედრა გამართეს, - იუწყება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
მისივე ცნობით, განხილვის თემას საქართველოს ბოლო პერიოდის მოვლენები წარმოადგენდა.
ცნობისთვის: თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე "ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის ეგიდით მიღწეული შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ "თავისი მისია შეასრულა".
"ქართული ოცნება" უარს ამბობს ვალდებულებაზე, მის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებზე ხმათა 43%-ზე ნაკლების მიღების შემთვევაში ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. როგორც "ოცნებაში" აცხადებენ, რიგგარეშე არჩევნები შესაძლოა, მის მიერ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუ მმართველი გუნდი ჩათვლის, რომ ეს "ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი არ იქნება".


