Accentnews.ge
პრაისი: "შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ გასვლა ძირს უთხრის ქვეყნის წინსვლის შეთანხმებულ გზას"

პრაისი: "შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ გასვლა ძირს უთხრის ქვეყნის წინსვლის შეთანხმებულ გზას"

29/07/2021 05:33:27 პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერ ნედ პრაისის განცხადებით, პარტია „ქართული ოცნების“ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლა "ძირს უთხრის რეფორმების გატარებით საქართველოს წინსვლის შეთანხმებულ გზას და პოლიტიკურ კრიზისში დაბრუნების საფრთხეს ქმნის".

„მოვუწოდებთ ყველა მხარეს, იმუშავონ ერთად საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინსვლისთვის,”- წერს "ტვიტერში" ნედ პრაისი.

ცნობისთვის: თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე "ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის ეგიდით მიღწეული შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ "თავისი მისია შეასრულა".

"ქართული ოცნება" უარს ამბობს ვალდებულებაზე, მის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებზე ხმათა 43%-ზე ნაკლების მიღების შემთვევაში ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. როგორც "ოცნებაში" აცხადებენ, რიგგარეშე არჩევნები შესაძლოა, მის მიერ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუ მმართველი გუნდი ჩათვლის, რომ ეს "ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი არ იქნება".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S