Accentnews.ge
რიში: "ქართულ ოცნებას" მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს, ქართველი ხალხი მეტს იმსახურებს"

რიში: "ქართულ ოცნებას" მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს, ქართველი ხალხი მეტს იმსახურებს"

28/07/2021 18:05:42 პოლიტიკა

ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში „ქართულ ოცნებას“ შარლ მიშელის ეგიდით შედგენილი შეთანხმების დატოვების გამო აკრიტიკებს და ამბობს, რომ "ქართველი ხალხი მეტს იმსახურებს".

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, გავიდეს 19 აპრილის შეთანხმებიდან, არის უარის თქმა ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე და მაჩვენებელი იმისა, რომ პარტიას აღელვებს მხოლოდ საკუთარი და არა მთელი ქვეყნის მომავალი. ქართველი ხალხი მეტს იმსახურებს“,– წერს სენატორი „ტვიტერში“.

ცნობისთვის: თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე "ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის ეგიდით მიღწეული შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ "თავისი მისია შეასრულა".

"ქართული ოცნება" უარს ამბობს ვალდებულებაზე, მის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებზე ხმათა 43%-ზე ნაკლების მიღების შემთვევაში ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. როგორც "ოცნებაში" აცხადებენ, რიგგარეშე არჩევნები შესაძლოა, მის მიერ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუ მმართველი გუნდი ჩათვლის, რომ ეს "ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი არ იქნება".

იხილეთ ასევე: „საქართველოდან მიგრაცია, „ტვინის“ გადინება ძალიან მაღალი იქნება“ – რა გზა აირჩია „ქართულმა ოცნებამ“?

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S