Accentnews.ge
სააკაშვილი: "ოფიციალურად გაფორმდა გაუნათლებელი, სუნიანი ოლიგარქის სამუდამო დიქტატურა"

სააკაშვილი: "ოფიციალურად გაფორმდა გაუნათლებელი, სუნიანი ოლიგარქის სამუდამო დიქტატურა"

28/07/2021 16:53:25 პოლიტიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით ხელმოწერილი შეთანხმებიდან მმართველი პარტიის გასვლას ეხმიანება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

„დღეს საქართველოში უკვე საბოლოოდ და ოფიციალურად გაფორმდა გაუნათლებელი, სუნიანი ოლიგარქის სამუდამო დიქტატურა. მე ველოდები პოლიტიკოსების, სამოქალაქო სექტორის ოპერატიულ რეაგირებას, საერთაშორისო თანამეგობრობის და აქტიურ ჩარევას უახლოეს საათებში", - წერს „ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის: თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე "ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის ეგიდით მიღწეული შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ "თავისი მისია შეასრულა".

"ქართული ოცნება" უარს ამბობს ვალდებულებაზე, მის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებზე ხმათა 43%-ზე ნაკლების მიღების შემთვევაში ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. როგორც "ოცნებაში" აცხადებენ, რიგგარეშე არჩევნები შესაძლოა, მის მიერ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუ მმართველი გუნდი ჩათვლის, რომ ეს "ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი არ იქნება".

იხილეთ ასევე: „საქართველოდან მიგრაცია, „ტვინის“ გადინება ძალიან მაღალი იქნება“ – რა გზა აირჩია „ქართულმა ოცნებამ“?

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S