Accentnews.ge
ევროპარლამენტარი: "ბოლო მოვლენების ფონზე ზალკალიანის ინტერვიუ განსაკუთრებით სასაცილოდ გამოიყურება"

ევროპარლამენტარი: "ბოლო მოვლენების ფონზე ზალკალიანის ინტერვიუ განსაკუთრებით სასაცილოდ გამოიყურება"

28/07/2021 16:04:46 პოლიტიკა

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ამასწინანდელ ინტერვიუს იხსენებს და თვლის, რომ მინისტრის განცხადება - „ჩვენ გვჭირდება აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის შემდგომი დღის წესრიგის პერსპექტივა“ ბოლო მოვლენების ფონზე სასაცილოა.

„საქართველოს უკანასკნელი შიდა მოვლენების შემდეგ ეს ინტერვიუ განსაკუთრებით სასაცილოდ გამოიყურება. „ქართულმა ოცნებამ“ ღიად განაცხადა, რომ აუქმებს თავის ხელმოწერას 19 აპრილს ევროკავშირის ეგიდით მიღწეულ შეთანხმებაზე“,– წერს ევროპარლამენტარი „ტვიტერში“ .

ამასთან, იგი ოპოზიციასაც აკრიტიკებს: „სიმართლე რომ ვთქვათ, უმსსხვილეს ოპოზიციურ პარტიას - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ არც უცდია ერთობლივი შეთანხმების ხელმოწერა. ასე, რომ ორივე მხარე აწარმოებს საშინელ პოლიტიკურ თამაშს მოქალაქეების ხარჯზე და ეს ყველაფერი ხელს არაფერს უწყობს“.

„თითოეულმა მხარემ ხელი უნდა მოაწეროს ერთობლივ განცხადებას. თუ ვინმე გადაწყვეტს, ხელი არ მოაწეროს, მან პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. არც მეტი, არც ნაკლები. ყველამ იცის, რას აკეთებს“ - დასძენს კრამონი.

ცნობისთვის: თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე "ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის ეგიდით მიღწეული შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ "თავისი მისია შეასრულა".

"ქართული ოცნება" უარს ამბობს ვალდებულებაზე, მის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებზე ხმათა 43%-ზე ნაკლების მიღების შემთვევაში ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. როგორც "ოცნებაში" აცხადებენ, რიგგარეშე არჩევნები შესაძლოა, მის მიერ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუ მმართველი გუნდი ჩათვლის, რომ ეს "ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი არ იქნება".

იხილეთ ასევე: „საქართველოდან მიგრაცია, „ტვინის“ გადინება ძალიან მაღალი იქნება“ – რა გზა აირჩია „ქართულმა ოცნებამ“?

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S