Accentnews.ge
მარგველაშვილი: “ქართული ოცნება” დაკავებულია საერთაშორისო თაღლითობით“

მარგველაშვილი: “ქართული ოცნება” დაკავებულია საერთაშორისო თაღლითობით“

28/07/2021 15:17:44 პოლიტიკა

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას შარლ მიშელის ეგიდით შედგენილი დოკუმენტის ანულირების თაობაზე, საერთაშორისო თაღლითობის მორიგ აქტს უწოდებს.

“საერთაშორისო თაღლითობა, რომლითაც ბოლო ორი წელია დაკავებულია “ქართული ოცნება” და მისი ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილი, გრძელდება. ეს უაღრესად უარყოფითად მოქმედებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე.

რა თქმა უნდა, ეს პირადად შალრ მიშელის ავტორიტეტზე, მის პოლიტიკურ წონაზე სერიოზული დარტყმაა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა დავინახოთ ქართველებმა, აი, ამას თუ გავატარებთ მშვიდად და წყანარად, რაღაც პოლიტიკურ განმარტებებს მივცემთ, ხვალ და ზეგ რომ ჩაგიწერონ კოსნტიტუციაში, რომ ბიძინა ივანიშვილი არის პირი, რომელიც პიარადად ასახელებს პრემიერებს, ეს აღარ უნდა გაგვიკვირდეს“,– განუცხადა მარგველაშვილმა „მთავარ არხს“.

ცნობისთვის: თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე "ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის ეგიდით მიღწეული შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ "თავისი მისია შეასრულა".

"ქართული ოცნება" უარს ამბობს ვალდებულებაზე, მის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებზე ხმათა 43%-ზე ნაკლების მიღების შემთვევაში ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. როგორც "ოცნებაში" აცხადებენ, რიგგარეშე არჩევნები შესაძლოა, მის მიერ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუ მმართველი გუნდი ჩათვლის, რომ ეს "ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი არ იქნება".

იხილეთ ასევე: „საქართველოდან მიგრაცია, „ტვინის“ გადინება ძალიან მაღალი იქნება“ – რა გზა აირჩია „ქართულმა ოცნებამ“?

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S