Accentnews.ge
ლილუაშვილი – "ოცნებასა" და ენმ-ს: "მორჩით პოლიტიკურ თაღლითობას"

ლილუაშვილი – "ოცნებასა" და ენმ-ს: "მორჩით პოლიტიკურ თაღლითობას"

28/07/2021 14:58:16 პოლიტიკა

პარტია "საქართველოსთვის" წევრის ბექა ლილუაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნების" მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებას ხელი "ნაციონალურმა მოძრაობამ" შეუწყო.

ლილუაშვილის მტკიცებით, მოქმედ მმართველ პარტიასა და "ნაციონალურ მოძრაობას" ეშინიათ გახარიას პარტიის მზარდი რეიტინგის და "ორივე მხარე კიდევ ერთხელ საკუთარ ვიწროპარტიულ ინტერესს აყენებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა".

„ენმ-მ დაადასტურა, რომ არ მოაწერეს ხელი, რადგან ეს აწყობდა ოცნებას და სჭირდება საფუძვლად, რომ შეთანმხება ანულირებულად გამოეცხადებინა. ამ თაღლითობას უპირისპირებენ ისინი შიდაპარტიული კვლევების დრამატულ შედეგებს, რეალობას, სადაც საქართველოსთვის რეიტინგი იზრდება და ამ რეალობით გამოწვეული შიშის საპირწონედ ორივე მხარე კიდევ ერთხელ საკუთარ ვიწროპარტიულ ინტერესს აყენებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა.

ვეუბნებით ორივეს: თქვენ დღეს საერთო ინტერესებით მოქმედებთ და ეს ყველასთვის ნათელია. მორჩით პოლიტიკურ თაღლითობას და გეყოთ სახელმწიფოსა და მოქალაქეების ბედით თამაში. ჩვენ ხალხს ვეტყვით - თქვენთან ერთად უფრო ვძლიერდებით, მივუყვებით ჩვენი პარტიული მშენებლობის გეგმას, ვხვდებით მხარდამჭერებს საქართველოს მასშტაბით, ჩვენი მხარდაჭერა დიდი და მზარდია და სწორედ ამ მოქალაქეებთან ერთად გვექნება შთამბეჭდავი შედეგები არჩევნებზე.", - აცხადებს ბექა ლილუაშვილი.

ცნობისთვის: თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე "ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის ეგიდით მიღწეული შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ "თავისი მისია შეასრულა".

"ქართული ოცნება" უარს ამბობს ვალდებულებაზე, მის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებზე ხმათა 43%-ზე ნაკლების მიღების შემთვევაში ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. როგორც "ოცნებაში" აცხადებენ, რიგგარეშე არჩევნები შესაძლოა, მის მიერ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუ მმართველი გუნდი ჩათვლის, რომ ეს "ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი არ იქნება".

იხილეთ ასევე: „საქართველოდან მიგრაცია, „ტვინის“ გადინება ძალიან მაღალი იქნება“ – რა გზა აირჩია „ქართულმა ოცნებამ“?

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S