Accentnews.ge
"ენმ-ს მიზეზი რომ არ მიეცა "ოცნებისთვის", მმართველი პარტია ხელშეკრულების ანულირებას ვერ მოახდენდა"

"ენმ-ს მიზეზი რომ არ მიეცა "ოცნებისთვის", მმართველი პარტია ხელშეკრულების ანულირებას ვერ მოახდენდა"

28/07/2021 13:42:55 პოლიტიკა

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ "ენმ-ს მიზეზი რომ არ მიეცა "ოცნებისთვის", მმართველი პარტია 19 აპრილის ხელშეკრულების ანულირებას ვერ მოახდენდა".

მისივე თქმით, ეს მისთვის სიურპრიზი არ ყოფილა.

"მიმაჩნია, რომ "ქართული ოცნების" მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი არის ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა, მაგრამ უნდა ვთქვა ისიც, რომ ამის გაკეთების საშუალება მას მისცა ძალიან უპასუხისმგებლო საქციელმა "ნაციონალური მოძრაობის", რომელმაც არ მოაწერა ხელი დოკუმენტს და გაუხსნა ხელ- ფეხი "ქართულ ოცნებას", რომ ცალმხრივად უარი ეთქვა ამ შეთანხმებაზე, ეს არის ჩემი აზრით თანაბარუპასუხისმგებლობა და ამ უპასუხისმგებლობას "ნაციონალური მოძრაობა" იჩენდა ამ პერიოდის განმავლობაში და ჩემთვის ეს არ იყო ძალიან დიდი სიურპრიზი, ამაზე ხშირად საუბრობდნენ, რომ ეს აქამდე მივიდოდა", - განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის: თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე "ქართულმა ოცნებამ" 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S