Accentnews.ge
ხუხაშვილი – "ოცნების" გადაწყვეტილებაზე: "ამ ისტორიაში ლომის წილი გახარიას მიუძღვის"

ხუხაშვილი – "ოცნების" გადაწყვეტილებაზე: "ამ ისტორიაში ლომის წილი გახარიას მიუძღვის"

28/07/2021 12:30:53 პოლიტიკა

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" მიერ შარლ 19 აპრილის შეთანხმების ანულირება "ძალაუფლების დაკარგვის შიშმა" განაპირობა.

მისი თქმით, "ოცნებამ" დაინახა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-იანი მხარდაჭერის მიღება პრობლემური იყო და "გააკეთა ის, რაც არაერთხელ გაუკეთებია":

"შეეშინდათ ძალაუფლების დაკარგვის. მათი ყველა ქმედება ამოდის აქედან. მათ ხომ არ აქვთ არანაირი სახელმწიფოებრივი ამოცანები, არანაირი ზრუნვის ამოცანები, რასაც კონსტიტუცია ავალდებულებს. მათი ერთადერთი ამოცანაა, ნებისმიერი მეთოდით ძალაუფლების შენარჩუნება. დაინახეს, რომ ეს 43%-იანი ბარიერი პრობლემა იყო, კვლევები ჩაატარეს და ამის საფუძველზე გააკეთეს ის, რაც არაერთხელ გაუკეთებიათ".

მისივე თქმით, ამ ყველაფერში ყოფილ პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას "ლომისი წილი მიუძღვის", რადგან მან მმართველი გუნდიდან ელექტორატის დიდი ნაწილი წაიყვანა.

"ამ ისტორიაში ლომის წილი მიუძღვის გახარიას. "ქართულ ოცნებას" ჰქონდა გარკვეული სამობილიზაციო ელექტორატის იმედი, ამ ანტიმიშას ისტორიასთან და შუას გაკრეფასთან დაკავშირებით, მაგრამ გახარიას ვერაფერი მოუხერხეს. გახარიამ წაიყვანა შეიძლება, ითქვას მათი ელექტორატის დიდი ნაწილი და ამის შემდეგ საერთოდ კატასტროფაში აღმოჩნდნენ", - განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის: თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე "ქართულმა ოცნებამ" 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S