Accentnews.ge
"ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირება  რუსეთთან შეთანხმებითაა დაგეგმილი"

"ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირება  რუსეთთან შეთანხმებითაა დაგეგმილი"

28/07/2021 11:55:05 პოლიტიკა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სალომე სამადაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირება "რუსეთთან შეთანხმებითაა დაგეგმილი".

მისი თქმით, "ოცნება" უარს აცხადებს ქვეყნის ევროპული განვითარების გზაზე და მიღებულ გადაწყვეტილებაზე უნდა დაეკისროს პოლიტიკური პასუხისმგებლობა.

„მინდა ყველას ესმოდეს - ეს არ ნიშნავს უარის თქმას მხოლოდ მიშელის შეთანხმებაზე. "ოცნებამ" ფაქტობრივად, უარს ამბობს ქვეყნის ევროპული განვითარების გზაზე. მე მიმაჩნია, დღევანდელი პრესკონფერენცია სიტყვასიტყვით, მთელ ეს ქორეოგრაფია პოლიტიკური არის დაგეგმილი რუსეთთან შეთანხმებით. მიუხედავად იმისა, რომ მიმაჩნია, "ნაციონალურმა მოძრაობამ" შეცდომა დაუშვა, როცა ხელი არ მოაწერა შეთანხმებას და მისცა "ოცნებას" საბაბი, ხელი გაიშვიროს ენმ-სკენ, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება ამაზე "ქართულ ოცნებას", - აცხადებს სამადაშვილი.

თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე "ქართულმა ოცნებამ" 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S