"პრესის თავისუფლება მნიშვნელოვანია დემოკრატიული საქართველოსთვის"
28/07/2021 09:35:46 პოლიტიკა, საზოგადოება
საქართველოში საფრანგეთის ელჩის დიეგო კოლასის განცხადებით, პრესის თავისუფლება მნიშვნელოვანია დემოკრატიული საქართველოსთვის.
მისი თქმით, 5 ივლისს ჩადენილი დანაშაულის ყველა ფაქტი სრულყოფილად უნდა იქნას გამოძიებული.
"მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სვლას დასავლეთისკენ და პრესის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია დემოკრატიული ქვეყნისთვის. შეშფოთებულები ვართ იმ ძალადობით, რაც 5 ივლისს ვნახეთ. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ საქმეს გამოიძიებენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჩადენილი დანაშაული გამოძიებულ იქნას და შედეგები მოჰყვეს", - აღნიშნა ელჩმა.


