"ვაქცინაცია არის საუკეთესო გზა პანდემიისგან საკუთარი თავის, საყვარელი ადამიანებისა და ეკონომიკის დასაცავად, გთხოვთ, აიცერით"
28/07/2021 07:30:45 პოლიტიკა, საზოგადოება
საქართველოში აშშ–ის ელჩი კელი დეგნანი მოქალაქეებს კოვიდ–საწინააღმდეგო ვაცინაციისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, "ვაქცინაცია არის საუკეთესო გზა პანდემიისგან საკუთარი თავის, საყვარელი ადამიანებისა და ეკონომიკის დასაცავად".
"აშშ მოხარულია, რომ შეძლო კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინის 500 ათასი დოზის გადმოცემა და ჩვენ ნამდვილად მოხარულები ვართ, რომ ვხედავთ, ამდენი ქართველი მოდის რეგისტრაციასა და ვაქციანაციაზე. ეს არის ძალინ მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ვხედავთ, რომ აქ, საქართველოში გამოვლინდა "დელტა" შტამი და ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ხალხს, გთხოვთ, აიცერით, ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინის გაკეთება. აშშ ეხმარება საქართველოს პანდემიის დაწყებიდან და ჩვენ გვსურს, დაგეხმაროთ ვაქცინაციის ფაზაშიც. ეს არის ის, რაც ნამდვილად დაამარცხებს პანდემიას“, – განაცხადა კელი დეგნანმა.


