"შეწყვიტეთ თამაში და აამოქმედეთ შარლ მიშელის შეთანხმება პრაქტიკაში"
27/07/2021 12:00:06 პოლიტიკა
საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკ დემსი 19 აპრილის შეთანხმების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და მხარეებს დოკუმენტის სრულფასოვნად განხორციელებისკენ მოუწოდებს.
„მნიშვნელოვანია შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება, რომელიც პრაქტიკულად უნდა განხორციელდეს გადადების გარეშე, ვინაიდან ამ შეთანხმების უამრავი ელემენტი მნიშვნელოვანია პროგრესის მისაღწევად იმისთვის, რომ პანევროპული საზოგადოების სრული წევრი გახდეთ. ასე რომ, აუცილებელია ამგვარი ფართო შეთანხმების პრაქტიკაში ამოქმედება. შეწყვიტეთ თამაში და აამოქმედეთ ის პრაქტიკაში, რადგან მისი შემადგენელი ნაწილები უკიდურესად მნიშვნელოვანია", - განაცხადა რიკ დემსმა.


