"ხელისუფლების ვალდებულებაა, ჰქონდეს მჭიდრო თანამშრომლობა საპატრიარქოსთან"
26/07/2021 05:02:08 პოლიტიკა
"ხელისუფლების ვალდებულებაა, ჰქონდეს მჭიდრო თანამშრომლობა საპატრიარქოსთან" -ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, საპატრიარქოსა და ხელისუფლების თანამშრომლობა "ქვეყნის ინტერესებიდან" გამომდინარეობს:
"რეალურად, ნებისმიერი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ მას ჰქონდეს მჭიდრო თანამშრომლობა საპატრიარქოსთან. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეკლესია არის ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუტი ქვეყანაში და აქედან გამომდინარე, ხელისუფლების არა თუ პრივილეგიაა, ვალდებულებაცაა, რომ ჰქონდეს მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობა საპატრიარქოსთან. წესით, ეს განცხადებაც ინტერპრეტაციის საშუალებასაც არ უნდა ტოვებდეს. ეს მარტივი რამაა. რა თქმა უნდა, ხელისუფლებასა და საპატრიარქოს უნდა ჰქონდეთ მჭიდრო თანამშრომლობა, რადგან ეს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს".


