Accentnews.ge
„თვითმფრინავში ძალით ჩამსვეს“ – რუსი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვეს

„თვითმფრინავში ძალით ჩამსვეს“ – რუსი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვეს

23/07/2021 15:31:24 პოლიტიკა

რუს ჟურნალისტი ილია აზარი ამბობს, რომ საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს.

აზარი საკუთარი ტელეგრამარხის მეშვეობით აქვეყნებს დოკუმენტს, რომლის თანახმადაც, საქართველოში შესვლაზე უარი „საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მიზეზების გამო“ ეთქვა.

„ჯერ პერსონა ნონ გრატა გავხდი აზერბაიჯანში, ყარაბაღიდან რეპორტაჟის გამო, ახლახან იმავე ყარაბაღის შესახებ სტატიის გამო არ შემიშვეს სომხეთში, ამიკრძალეს მუშაობა არჩევნებზეც კი. დღეს კი, ახსნა-განმარტების გარეშე არ შემიშვეს საქართველოში. ჩამსვეს ძალით თვითმფრინავში, რომლითაც დავბრუნდი. ვზივარ ახლა სევდიანი“, – ამბობს ჟურნალისტი.

ტელეკომპანია „დოჟდის“ ცნობით, ილია აზარმა 2020 წელს „ნოვაია გაზეტასთვის“ რეპორტაჟი მოამზადა აფხაზეთიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ „აღნიშნულ პირს „კანონი უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” მე-11 მუხლის საფუძველზე ეთქვა უარი".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S