Accentnews.ge
„ევროპულმა საქართველომ“ პარტიის ახალი სახე წარადგინა

„ევროპულმა საქართველომ“ პარტიის ახალი სახე წარადგინა

23/07/2021 09:41:10 პოლიტიკა

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ პარტიის ახალი სახე წარადგინა. გიორგი ნონიაშვილი პარტიის „ანტიკორუფციულ ქსელს“ უხელმძღვანელებს.

გიორგი ნონიაშვილი პოლიტიკის და სამართლის მკვლევარია. იყო მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრი. სხვადასხვა დროს მუშაობდა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში.ბოლო პერიოდში ხელმძღვანელობდა ორგანიზაცია „მმართველობის მონიტორინგის ცენტრს“ (GMC).

როგორც ბოკერია ამბობს, მისი მონაწილეობით შეიქმნა პროექტი „ფლანგვის დეტექტორი“, რომელიც საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას იკვლევდა.

„ამ ქვეყანაში არის მძიმე სოციალურ და პოლიტიკური კრიზისი და, სამწუხაროდ, ადამიანების გაუცხოება პოლიტიკურ პროცესებთან. განზე დგომას, გადავწყვიტე, რომ ავიღო პასუხისმგებლობა, დავიცვა ის ღირებულებები, რომლისაც მწამს“, – განაცხადა ნონიაშვილმა.

ნონიაშვილის ხედვით, გზა ადამიანების ყოფის გაუმჯობესებისკენ გადის, სხვა საკითხებთან ერთად, „ბიუროკრატიის, გადასახადების, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაზე, რომელიც წლიდან წლამდე იზრდება“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S