Accentnews.ge
გოცირიძე: „კალაძე ჩვენს კანდიდატს მხოლოდ ფეხბურთის თამაშში აჯობებს“

გოცირიძე: „კალაძე ჩვენს კანდიდატს მხოლოდ ფეხბურთის თამაშში აჯობებს“

23/07/2021 09:26:21 პოლიტიკა

არსებული ინფორმაციით, ოპოზიციის ნაწილი დღეს თბილისის მერობის კანდიდატად ენმ–ის თავმჯდომარეს ნიკა მელიას წარადგენს, ხოლო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის ელენე ხოშტარია იბრძოლებს.

კანდიდატების წარდგენა არასტანდარტულ ფორმატში წარიმართება: ღონისძიებას მხოლოდ კანდიდატები დაესწრებიან. მიწვეული არ არის მედია.

„კალაძე ჩვენს კანდიდატს მხოლოდ ერთ რამეში აჯობებს, ფეხბურთის თამაშში, თუმცა ჩვენი კანდიდატი ფეხბურთსაც კარგად თამაშობს. რაც შეეხება პოლიტიკურ თამაშს, კალაძე არის დამარცხებული. 4 წელი არ გაუკეთებია არაფერი. ნახატებს აჩვენებდა კომპიუტერული გრაფიკით, თუ რამდენი ხიდი აშენდებოდა, როგორ ააყვავებდა ლაგუნა ვერესთან გარემოს, როგორ გააკეთებდა კარგ გზებს, ეს ნახატები ნახატებად დარჩა, სად არის ხიდი? 30 წელია ხიდი არ აშენებულა. მხოლოდ მშვიდობის ხიდი აშენდა, ისიც ჩვენი ხელისუფლების დროს“,– განაცხადა თემის კომენტირებისას ენმ–ის წევრმა რომან გოცირიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S