"ახლა ნიკა მელიას არ აქვს ლიდერის პოზიცია, ოპოზიციას მოვუწოდებთ, დედაქალაქში საერთო კანდიდატს ნუ დააყენებენ"
23/07/2021 07:13:29 პოლიტიკა
დეპუტატი იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ დედაქალაქის მერობის საერთო კანდიდატი არ უნდა წარადგინოს.
მისი თქმით, ეს "წაგების ფორმულა" იქნება.
"დღევანდელი მოცემულობით, ფავორიტია კახა კალაძე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სულ ასე გაგრძელდება, თუ ოპოზიცია სწორ სტრატეგიას შეარჩევს. ახლა ნიკა მელიას არ აქვს ლიდერის პოზიცია. მთელ ოპოზიციას მოვუწოდებთ, დედაქალაქში საერთო კანდიდატს ნუ დააყენებენ, რადგან ეს არის წაგების ფორმულა და „ქართული ოცნების“ თამაში, რადგან თუ პირველ ტურში მხოლოდ ორი კანდიდატურა იქნება – ნიკა მელია და კახა კალაძე, დარწმუნებული ვარ, პირველსავე ტურში კახა კალაძე მოიგებს და ეს ისტორია მორჩება. სჯობს, პირველსავე ტურში რამდენიმე კანდიდატი იყოს და ბრძოლა გადავიდეს მეორე ტურში. თუ მეორე ტურში იქნება სიტუაცია, რომ 43% არ ექნება „ქართულ ოცნებას“ და ახალი არჩევნები დაინიშნება, ეს შანსს გააჩენს, რომ კახა კალაძეს მოუგო, სხვა ფორმულის მიმართ სკეპტიკურად ვარ განწყობილი“, – აცხადებს „გირჩის“ ერთ–ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია.


