Accentnews.ge
კახა კუჭავა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა

კახა კუჭავა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა

21/07/2021 09:25:01 პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მთავარი საკითხი ქვეყნის სიმბოლიკის, დროშისა და გერბის დაცვას შეეხებოდა. კერძოდ, 5 და 6 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მიერ პარლამენტის შენობასთან აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოხევას.

"კანონპროექტთან დაკავშირებით გუშინ ​მოვისმინეთ პარლამენტის თავმჯდომარისგან, რომ დროშასთან დაკავშირებით მკაცრდებოდა სანქციები. ასევე, არ არსებობდა ჩანაწერი ევროკავშირის დროშის დახევასთან დაკავშირებით. ახლა არის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და საუბარი იყო, ხომ არ გამკაცრებულიყო და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ყოფილიყო დროშის დაწვასთან დაკავშირებით", - თქვა დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა, 5-6 ივლისის მოვლენების დროს ევროკავშირის დროშა ორჯერ ჩამოხიეს და დაწვეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S