Accentnews.ge
ზარქუა: „ჯიმ რიში შეცდომაშია შეყვანილი“

ზარქუა: „ჯიმ რიში შეცდომაშია შეყვანილი“

21/07/2021 08:49:39 პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას შეფასებით, სენატორი ჯიმ რიში შეცდომაშია შეყვანილი, რადგან ოპერატორის გარდაცვალება 5 ივლისს მომხდარ ცემასთან დააკავშირა.

„ამ დროს ჩვენ გვაქვს დოკუმენტი, ექსპერტული დასკვნა, სადაც მათ შორის „ტვ პირველის“ დაქირავებული ექსპერტი ამბობს, რომ ოპერატორის ცემასა და გარდაცვალებას შორის კავშირი არ არის. როდესაც ასეთი მაღალი თანამდებობის ადამიანი ასეთ განცხადებას აკეთებს, მინიმუმ საინფორმაციო ვაკუუმშია“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

რაც შეეხება სასამართლოს ნაწილს, ზარქუას ამბობს, რომ გამოწვევები არსებობს:

„ჩვენც ვაღიარებთ და ამიტომაცაა, რომ ყველა რეფორმა ამისკენაა აქცენტირებული. არ არსებობს იდეალური დემოკრატია და იდიალური სასამართლო სისტემა. ჩვენ ვნახეთ მათ შორის შეერთებულ შტატებშიც ის გამოწვევები, რაც აქვთ, ისევე როგორც ევროპაში. იქ შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, რომელმაც თქვა, რომ საქართველო ეტაპ-ეტაპ რეფორმებს ატარებს, მიდის უკეთესი მომავლისკენ, თუმცა გამოწვევები რჩება და ჩვენ, ყველა უნდა დავეხმაროთ ამ პრობლემის მოგვარებაში. ვეთანხმებით. ჩვენც ვიცით, რომ არის გამოწვევები, მათ შორის სასამართლო, საარჩევნო მიმართულებით და სწორედ ეს რეფორმები ამ გამოწვევების აღმოფხვრას ეხმიანება“.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჯიმ რიში აცხადებს, რომ საქართველოში უკან გადადგმული ნაბჯების გამო შეწუხებულია.

ჯიმ რიშმა ყურადღება გაამახვილა გასულ კვირებში 50-ზე მეტი ჟურნალისტის ცემის ფაქტებზე, ასევე განაცხადა, რომ რამდენიმე მოსამართლე უზენაეს სასამართლოში 19 აპრილის შეთანხმების საწინააღმდეგოდ დანიშნეს.

ინფორმაციისთვის: ამ დროისთვის არ არსებობს ექსპერტული დასკვნა, რომელიც ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზებზე საუბრობს. როგორც ექსპერტიზის შემდეგ განიმარტა, პასუხები დაახლოებით, ერთ თვეში გახდება ცნობილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S