Accentnews.ge
ელისაშვილი: "კალაძის კონკურენტს ჯერ ვერ ვხედავ"

ელისაშვილი: "კალაძის კონკურენტს ჯერ ვერ ვხედავ"

21/07/2021 07:24:47 პოლიტიკა

კახა კალაძე, როგორც შოუმენი, გამოჩნდა, რომ არის ნიჭიერი, ხოლო როგორც მერი და ქალაქის ხელმძღვანელი, ნული, – ასე აფასებს "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატს პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი, თუმცა იმავდროულად ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე კალაძის კონკურენტს ვერ ხედავს.

„ერთადერთი რაც ხელშესახები გააკეთა, ავტობუსები იყიდა და ამას დაარქვა რეფორმა. დანარჩენი ქალაქში სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა. კამერებთან და სელფის ჯოხებთან პოზირება კარგად ეხერხება. იმასთან შედარებით, რაც შეიძლებოდა გაკეთებინა, არ გაუკეთებია. ამ გადასახედიდან, ოპოზიციიდან არ ჩანს ის მეტოქე, რომელიც კალაძეს რეალურ მეტოქეობას გაუწევდა. ოპოზიციის ერთიან კანდიდატზე საუბარი არის ზღაპარი და არ გამოვა. არც არავინ ჩანს გამოკვეთილი კანდიდატი, ვისაც შეიძლება ოპოზიციამ ხმა მისცეს. არ მიხარია, რომ კალაძე მომავალი ოთხი წელი მერი იქნება და კიდევ ოთხი მილიარდი უნდა დახარჯოს. მის კონკურენტს ჯერ ვერ ვხედავ",– განაცხადა ელისაშვილმა.

კალაძე თბილისის მერობის კანდიდატად მმართველმა გუნდმა 20 ივლისს წარადგინა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S