კახა კალაძე პოლიტიკურ ოპონენტებს მიმართავს: "თქვენც მიგიძღვით წვლილი ჩემი პოლიტიკური კარიერის ფორმირებაში"
20/07/2021 17:40:38 პოლიტიკა
„არასამართლიანმა კრიტიკამაც ბევრი რამ მასწავლა, როგორც პოლიტიკოსს“, - აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ თბილისის მერის არჩევნებზე პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ მისი კანდიდატურის დასახელებისას გააკეთა.
თბილისის მერის თქმით, მისი პოლიტიკური კარიერის ჩამოყალიბებაში წვლილი მის ოპონენტებსაც მიუძღვით.
„აქვე მინდა, მივმართო ჩემს პოლიტიკურ ოპონენტებს - თქვენც მიგიძღვით წვლილი ჩემი პოლიტიკური კარიერის ფორმირებაში. არამარტო ჯანსაღმა, არამედ არასამართლიანმა კრიტიკამაც ბევრი რამ მასწავლა, როგორც პოლიტიკოსს“, - განაცხადა კახა კალაძემ.


