თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენაზე მისულ „ოცნების“ წევრებს ჟურნალისტები ლექსო ლაშქარავას ფოტოებით დახვდნენ
20/07/2021 15:29:03 პოლიტიკა
თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენაზე მისულ "ქართული ოცნების" წევრებსა და ღონისძიების სტუმრებს ჟურნალისტები "ტვ პირველის" გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ფოტოებით დახვდნენ.
ჟურნალისტების კითხვების მიუხედავად, დეპუტატები 5 ივლისთან დაკავშირებით კომენტარებს არ აკეთებენ.
"ქართული ოცნება" თბილისის მერობის კანდიდატს 20:00 საათზე წარადგენს.
ღონისძიების გამო მთაწმინდის პარკში შესვლა იზღუდება. პოლიციას მთაწმინდის პარკისკენ მიმავალი გზა გადაკეტილი აქვს და მხოლოდ მიწვეულ სტუმრებს ატარებს, ასევე – მედიის ნაწილს, ვისაც სპეციალური საშვი აქვს.


